2026 წლის 20 თებერვალი 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. შპს საქართველოს უნივერსიტეტის "ქართული ტრადიციული მუსიკის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
2. ა(ა)იპ -ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ,,სტომატოლოგიის" ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
3. სსიპ - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „საიუველირო და ლითონის დამუშავების ხელოვნების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის საკითხის განხილვა.
4. სსიპ - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „საიუველირო და ლითონის დამუშავების ხელოვნების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის საკითხის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.