FAQ

სამეანო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

23 იანვარი 2026

მიმდინარე წლის 23 იანვარს ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამეანო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის სხდომა. საბჭომ იმსჯელა სამეანო საქმის რეგულირებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის  დარგობრივი მახასიათებლის პროექტის გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი წინადადებების თაობაზე.