გაცნობებთ, რომ სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავდა სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2026 წლის 11 მარტს, 11:00 საათზე, დანიშნულია საჯარო განხილვის სხდომა.
დოკუმენტის გასაუმჯობესებლად წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 23 იანვრიდან - 2026 წლის15 თებერვლის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/e/LKNVnevMHA
დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: s.gaprindashvili@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N89)-