FAQ

სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა გაიმართება

23 იანვარი 2026

გაცნობებთ, რომ  სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავდა სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2026 წლის 11 მარტს, 11:00 საათზე, დანიშნულია  საჯარო განხილვის სხდომა.

დოკუმენტის გასაუმჯობესებლად წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს  2026  წლის 23 იანვრიდან -  2026 წლის15 თებერვლის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/e/LKNVnevMHA

დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე. 

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  s.gaprindashvili@eqe.ge
 

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva   (პუნქტი N89)-