2026 წლის 06 თებერვალი 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. Შპს Შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის "გრაფიკული დიზაინის" ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილ ანგარიშის განხილვა.
2. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის "საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტი)" და "საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტი)" ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
3. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის “საქართველოს ისტორიის” და "არქეოლოგიის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტიანი ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.