2026 წლის 29 იანვარი, 12:00 საათი
დღის წესრიგი:
შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი "ბათუმის“ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის მიზნით განხორციელებული შეფასების შედეგების განხილვა;
შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი "ბათუმის“ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით.
სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით