განცხადების ატვირთვის თარიღი: 13 იანვარი 2026
2026 წლის 27 იანვარი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
- სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის “ქართული ფილოლოგიის” საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
- ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის “ქართული ლიტერატურის” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
- ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის “ქართველური ენათმეცნიერების” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
- სსიპ - სოხუმის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტის „ინგლისური ფილოლოგიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვა;
- შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის „ბიზნესის ადმინისტრირების“ ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვა;
- სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ტურიზმის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
-
სსიპ - შოთა რუსთაველის თეატრისა და კონოს სახელმწიფო უნივერსიტეტის „თეატრისა და კინოს დრამატურგიის ხელოვნების (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი)“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტიანი ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.