30 ივნისსა და პირველ ივლისს, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში, განათლების დადასტურების სამსახურის მიერ რესურსცენტრის წამომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
რესურსცენტრის წარმომადგენლებს კონსულტაცია გაეწიათ საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, დოკუმენტების ლეგალიზაციის, აპოსტილით დამოწმებისა და უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით.