2026 წლის 23 იანვარი 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის "საექთნო საქმის" ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს ალტე უნივერსიტეტის „მედიცინის" ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების გეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
4. სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის „ხელოვნების მენეჯმენტის“ (120 კრედიტიანი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვა;
5. სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის „ხელოვნების მენეჯმენტის“ (60 კრედიტიანი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვა;
6. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ლიტერატურათმცოდნეობის, ტექსტოლოგიის და სარედაქციო-საგამომცემლო საქმის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვა;
7. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით