FAQ

ადამიანებისა და საკუთრების დაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა

29 დეკემბერი 2025

2025 წლის 29 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაიმართა ადამიანებისა და საკუთრების დაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. 

სხდომის ფარგლებში საბჭომ ცენტრის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინა „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის“ უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი.