გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის №132/ნ ბრძანებაში, რომლის თანახმად, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურაზე დოკუმენტების (ელექტონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით) შემოტანის უფლებამოსილება მიენიჭათ როგორც საჯარო, ისე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო ან პროფესიულ სასწავლებლებს, სადაც მოსწავლეს ან პროფესიულ სტუდენტს სურს სწავლის გაგრძელება.
ცვლილება მიზნად ისახავს პროცედურის გამარტივებას სერვისით მოსარგებლე ფიზიკური პირებისათვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად უნდა მიმართოთ როგორც საჯარო ისე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას (სკოლა) ან პროფესიულ დაწესებულებას ( კოლეჯი);
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მოპოვების მიზნით, თხოვნით უნდა მიმართოთ მიმღებ დაწესებულებას, რათა მათ ელექტრონულად ყველა საჭირო დოკუმენტი გადმოაგზავონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში;
თქვენ, აღარ მოგიწევთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მოსვლა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ვრცლად იხილეთ:
https://eqe.ge/res/NewFolder%2024/NewFolder/NewFolder/NewFolder/matsne-6671791-0.pdf