განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ლატვიაში, ქალაქ რიგაში, ERASMUS+-ის პროექტის ARAQUA 2-ის პირველ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
პროექტი ARAQUA 2 მიზნად ისახავს ევროპაში უმაღლეს განათლებაზე წვდომის დამადასტურებელი კვალიფიკაციების (სრული ზოგადი განათლება; პროფესიული განათლება) აღიარების პროცესის გამარტივებასა და ჰარმონიზაციას.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროექტის სამოქმედო გეგმა და რამდენიმე სამუშაო პაკეტი, გაიწერა პასუხისმგებელი პირები და შესასრულებელი ვადები.
პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას მონაწილე ქვეყნების უმაღლეს განათლებაზე წვდომის მოსაპოვებელი კვალიფიკაციების აღმწერი ეროვნული პროფილები, რაც ქვეყნებს შორის ავტომატური აღიარების პროცედურის დანერგვის საწინდარია.
საქართველოსთან ერთად, პროექტის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთი, იტალია, ლატვია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სომხეთი, დანია, ხორვატია, ყაზახეთი, მალტა და სერბეთი.