FAQ

სამეანო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა

1 დეკემბერი 2025

მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 16:00 საათზე, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ცენტრის დირექტორის 2025 წლის 28 იანვრის N 73113 ბრძანებით დამტკიცებული სამეანო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მესამე სხდომა. 

საბჭომ იმსჯელა სამეანო საქმის რეგულირებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის  დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება დოკუმენტის პროექტის ცენტრის ვებ-გვერდზე საჯარო განხილვისთვის განთავსების თაობაზე.