მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-4 სხდომა. საბჭომ იმსჯელა ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლებასთან და ასევე 2024 წელს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის ფარგლებში სფეროს განვითარების მიზნით წარმოდგენილ წინადადებებთან დაკავშირებით.