FAQ

25 ნოემბრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 18 ნოემბერი 2025

2025 წლის 25 ნოემბერი 14:00 საათი
დღის წესრიგი:

 

1.   შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის "ინფორმატიკის" საბაკალავრო, "კომპიუტერული მეცნიერების" ინგლისურენოვანი საბაკალავრო, "ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის" საბაკალავრო, "ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის" ინგლისურენოვანი საბაკალავრო, "ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობა და სტრატეგიის" ინგლისურენოვანი სამაგისტრო, "კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების" ინგლისურენოვანი სამაგისტრო და "კომპიუტერული მეცნიერების" სამაგისტრო საგანმანათლებლო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2.    სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის “საზღვაო ნავიგაციის” საბაკალავრო, “საზღვაო ნავიგაციის” ინგლისურენოვანი და “საზღაო ოპერაციების” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3.    შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
 

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  
 
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით