FAQ

სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს XI სხდომა გაიმართება

3 ნოემბერი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს XI სხდომა გაიმართება.

 

სხდომის ფარგლებში საბჭო იმუშავებს სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე.

 

სხდომა ჩატარდება დისტანციურ ფორმატში, მოცემულ ბმულზე: 🔗 https://us02web.zoom.us/j/89603724065?pwd=bZa6PoFk7UEWuALFScJxNZn77xbHRu.1