მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მესამე სხდომა. საბჭომ იმსჯელა ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლებასთან და ასევე 2024 წელს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის ფარგლებში სფეროს განვითარების მიზნით წარმოდგენილი წინადადებების თაობაზე.