FAQ

სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს VIII სხდომა გაიმართება

2 სექტემბერი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, 15:30 საათზე,  სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს VIII სხდომა გაიმართება.

 

საბჭო იმსჯელებს სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე.

 

სხდომა ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში.

ფიზიკური დასწრების შემთხვევაში: გთხოვთ, მობრძანდეთ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მე-4 სართულის საკონფერენციო დარბაზში (მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N2); 

დისტანციური ჩართვისთვის ისარგებლეთ შემდეგი ბმულით -  https://us02web.zoom.us/j/89603724065?pwd=bZa6PoFk7UEWuALFScJxNZn77xbHRu.1