FAQ

11 აგვისტოს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 4 აგვისტო 2025

2025 წლის 11 აგვისტო, 11:00 საათი

დღის წესრიგი:

 

  1. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება), მასწავლებლის მომზადების (ქართული ენა და ლიტერატურა; ისტორია; მათემატიკა; ქიმია; ფიზიკა, ბიოლოგია, ინგლისური ენა); მასწავლებლის მომზადების (ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); მათემატიკა (დაწყებითი საფეხური); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური); გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური); სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური); ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; მუსიკა), სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა

  2. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "საექთნო საქმის" ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.

  3. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის "მასწავლებლის მომზადების ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის", "განათლების ადმინისტრირების" სამაგისტრო, "განათლების ადმინისტრირების" ინგლისურენოვანი სამაგისტრო და "განათლების მეცნიერების" ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა

  4. შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის „შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.

 

Join Zoom Meeting

 

https://us02web.zoom.us/j/81048542766?pwd=azQfL4YeiHzeCSuhBT20PV3qyTID6C.1

 

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით