FAQ

პროფესიული უსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა

1 აგვისტო 2025

გაცნობებთ, რომ  პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უმაღლესი განათლების  დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული პროფესიული უსაფრთხოების   უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2025 წლის  22 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 2025 წლის 4 აგვისტოდან - 12 სექტემბრის 18:00-საათამდე,  იწარმოებს შემდეგ ბმულზე:  https://forms.office.com/e/LWBbABttXN
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურს  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  n.goglichidze@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის  პროექტი იხილეთ ბმულზე:   https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva  (პუნქტი 77).