მიმდინარე წლის 29 ივლისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ცენტრის დირექტორის 2025 წლის 8 აპრილის N391450 ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მეორე სხდომა. საბჭომ იმსჯელა პროფესიული უსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება დოკუმენტის პროექტის ცენტრის ვებ-გვერდზე საჯარო განხილვისთვის განთავსებასთან დაკავშირებით.