FAQ

საექთნო საქმის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა

28 ივლისი 2025

გაცნობებთ, რომ  საექთნო საქმის უმაღლესი განათლების  დარგობრივი საბჭოს მიერ განახლებული საექთნო საქმის  საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის  უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2025 წლის  17 სექტემბერს, 16 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.

დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 2025 წლის 28 ივლისიდან -  5 სექტემბრის 18:00-საათამდე,  იწარმოებს შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/AJed4uz4ea 

საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურს  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge 
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე:   (პუნქტი 76).