მიმდინარე წლის 24 ივლისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით, გაიმართა საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მეათე სხდომა. საბჭომ იმსჯელა საექთნო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადების თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება განახლებული დარგობრივი მახასიათებლის ცენტრის ვებ-გვერდზე საჯარო განხილვისთვის განთავსებასთან დაკავშირებით.