მიმდინარე წლის 3 ივლისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა პროექტის: „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ გუნდისა და ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრა.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს GEOREF პროექტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და განხორციელებულ აქტივობებზე, ასევე დაიგეგმა მომდევნო თვეებში განსახორციელებელი აქტივობები და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვიტსერტიფიცირებისა და რეფერენსირების ანგარიშის შემუშავების პროცესი.