FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ !

5 დეკემბერი 2024

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტის - PROFFORMANCE+ ფარგლებში ცხადდება საერთაშორისო კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებელთა ჯილდოს (International Higher Education Teacher Award 2024/25) მოსაპოვებლად. 

 

კონკურსის მიზანია, მოახდინოს სწავლების საუკეთესო პრაქტიკების დემონსტრირება და გამოავლინოს პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც წარმატებული არიან სწავლებისა და სწავლის სხვადასხვა ასპექტში, რაც უმაღლეს განათლებაში მაღალი ხარისხისა და ინოვაციების კულტურის ხელშეწყობას ემსახურება.

 

კონკურსი, ასევე, ხელს უწყობს თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, მთელი ევროპის მასშტაბით.

 

 განაცხადის თაობაზე 
კონკურსი ღიაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებისთვის  PROFFORMANCE+  პარტნიორი ქვეყნებიდან: საქართველო, ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი და სერბეთი. განმცხადებლებს შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ სწავლების საუკეთესო პრაქტიკები შემდეგი მიმართულებებით:
• სტუდენტზე ორიენტირებული კურსის დიზაინი;
• ინოვაციური სწავლება და სწავლა;
• სტუდენტთა სწავლის შეფასება;
• უნივერსიტეტების მესამე მისიით 
გათვალისწინებული მიზნების იმპლემენტაცია.

 

 ამასთანავე, განაცხადებს, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესში ითვალისწინებს დიგიტალიზაციის, ინტერნაციონალიზაციის, ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და მდგრადობის საკითხებს, მიექცევა დამატებითი ყურადღება.  

 

 შეფასება და დაჯილდოება
განაცხადებს აფასებს დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებულთა სწავლების საუკეთესო პრაქტიკები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პუბლიკაციებში, საინფორმაციო ბიულეტენებში, PROFFORMANCE ვებ-გვერდზე, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკების დისემინაციას.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://award.profformance.eu/
 ნებისმიერი კითხვის, კომენტარის, შენიშვნის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მისწეროთ პროექტის გუნდს:   award.profformance@tpf.hu

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ !