მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფებმა კიდევ ერთხელ განიხილეს "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის ანგარიშის" პროექტი და ჩამოაყალიბეს რეკომენდაციები, შემდგომი პროცესების წასამართად.