FAQ

ცენტრმა 2025 წლის სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გამართა

26 ნოემბერი 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაინტერესებულ მხარეებთან 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გამართა.


ცენტრის დაგეგმვის, კვლევის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა, ცენტრის სტრატეგიის და მისი დანერგვის სამოქმედო გეგმის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის შესაბამისად, კოორდინაცია გაუწია 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადებას ცენტრის სტრუქტურული ერთეულების უშუალო ჩართულობით.


სამუშაო შეხვედრის ფორმატში, ცენტრის 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი წარედგინა გარე დაინტერესებულ მხარეებს. ჩატარებულ შეხვედრას 200-ზე მეტი პირი დაესწრო. მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, რესურსცენტრების, მუნიციპალიტეტების და საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლები, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოებისა და ცენტრის ექსპერტთა კორპუსის წევრები.


აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის პროექტზე ყველა დაინტერესებული მხარის უკუკავშირი ცენტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.