წინადადებების მიღება იწარმოებს: 21.11.2024-დან-06.12.2024-ის 18:00-მდე.
გაცნობებთ, რომ წარმოება და გადამუშავების უმაღლესი განათლების დარგობრვი საბჭოს მიერ შემუშავებული სურსათის ტექნოლოგიის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2024 წლის 11 დეკემბერს, 16:00-საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/6sXNwLeur8
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს ხატია ბერიძეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე; k.beridze@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (N70 პუნქტი).