მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ვეტერინარიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-13 სხდომა. საბჭომ იმსჯელა ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 იანვრის N09 ბრძანებით დამტკიცებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლებასთან დაკავშირებით და დამსწრე წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება განახლებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენასთან დაკავშირებით.