FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 22 ოქტომბერი 2024

2024 წლის 29  ოქტომბერი 14:00 საათი       

 

დღის წესრიგი:

 

  1. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ინგლისური ფილოლოგიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
  2. შპს ევროპის უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირების" ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
  3. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის "საერთაშორისო ურთიერთობების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა;
  4. შპს ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნის "ტურიზმის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა;
  5. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის “სურსათის ტექნოლოგია და უვნებლობის” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა.

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  

 

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/89957420952?pwd=2PXe42zgQ7AaasVnPmagCK7LXfs4cH.1


Meeting ID: 899 5742 0952
Passcode: 559117

 

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით