განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში (VET ფაზა 3)“ შორის შეთანხმების სტანდარტული წერილით გათვალისწინებული პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საბჭოს საქმიანობის არსებული პრაქტიკა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და სტანდარტებში დაგეგმილი ცვლილებები, მათ შორის, EQAVET ინდიკატორების ინტეგრირება და პროცედურული ცვლილებები. ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დისტანციური სწავლებით განხორციელების შესაძლებლობები.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა, ფოკუს ჯგუფების ფორმატში იმსჯელეს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების ფუნქციებზე ავტორიზაციის პროცესში.
ავტორიზაციის საბჭოს თავნჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული სახის შეხვედრების აუცილებლობაზე პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჭრილში, რომელიც მუდმივად მიმართული იქნება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის როგორც შიდა, ასევე გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებისკენ.