სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის თანამშრომლობის ფარგლებში სკოლამდელი განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განსახილველად ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სკოლამდელი განათლების დარგობრივ მახასიათებელთან მიმართებით წარმოდგენილი რეკომენდაციები, რომელიც წარმოადგინა ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის კურიკულუმისა და პროფესიული სწავლების უფროსმა მარია იურიამაემ.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ალექსანდრე წულაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განათლების სექციის უფროსი ნათია ჯოხაძე, ასევე, სკოლამდელი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრები და ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომლები.