FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 5 სექტემბერი 2024

2024 წლის 12  სექტემბერი 14:00 საათი       
 
დღის წესრიგი:

 

1.    სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
2.    უცხოური საწარმოს ფილიალში - „ვებსტერ უნივერსიტეტი, ინკ. - ის ფილიალი საქართველოში“ განხორციელებული ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
3.    სსიპ - სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების გეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა


  
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  


 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით 
 

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/86788794930?pwd=umbfprXQ4RzbVRbFmmu1NbUhRRtzkU.1

Meeting ID: 867 8879 4930

Passcode: 384302