მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მეტყევეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს V სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭომ იმსჯელა სატყეო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე და მიიღო გადაწყვეტილება დოკუმენტის ცენტრის ვებგვერდზე საჯარო განხილვისთვის განთავსებასთან დაკავშირებით.
საჯარო განხილვის სხდომის შესახებ დეტალები იხილეთ მოცემულ ლინკზე: https://eqe.ge/ka/posts/4794/satyeo-saqmis-umaghlesi-ganatlebis-dargobrivi-makhasiateblis-sajaro-gankhilva-gaimarteba