მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს IV სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭომ იმსჯელა აგრონომიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე და მიიღო გადაწყვეტილება დოკუმენტის ცენტრის ვებგვერდზე საჯარო განხილვისთვის განთავსებასთან დაკავშირებით.
საჯარო განხილვის სხდომის შესახებ დეტალები იხილეთ მოცემულ ლინკზე: https://eqe.ge/ka/posts/4793/agronomiis-umaghlesi-ganatlebis-dargobrivi-makhasiateblis-sajaro-gankhilva-gaimarteba