FAQ

სატყეო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა გაიმართება

2 სექტემბერი 2024

გაცნობებთ, რომ  მეტყევეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ, განახლდა სატყეო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დანიშნულია  საჯარო განხილვის სხდომა.

 

დოკუმენტის გასაუმჯობესებლად წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს  2024 წლის 2 სექტემბრიდან - 27 სექტემბრის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/e/hYYJiniv9Q

 

დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე. გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  s.gaprindashvili@eqe.ge

 

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე:  https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva  (პუნქტი N63).

 

სატყეო საქმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა გაიმართება