გაცნობებთ, რომ სოფლის მეურნეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ, შემუშავდა აგრონომიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, 11:00 საათზე, დანიშნულია საჯარო განხილვის სხდომა.
დოკუმენტის გასაუმჯობესებლად წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 2 სექტემბრიდან - 20 სექტემბრის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/e/gctTFNfpWw
დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე. გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: s.gaprindashvili@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N62).