გაცნობებთ, რომ გამოვლინდა მასპინძელი დაწესებულება 2024 წლის მეორე თანამშრომლობითი ვიზიტისთვის, თემაზე: „შუალედური შეფასების ორგანიზება". შეგახსენებთ, რომ თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება წარმოებდა 21 აგვისტოდან - 27 აგვისტოს ჩათვლით, მოცემულ პერიოდში განაცხადი წარმოადგინა ერთმა დაწესებულებამ - სსიპ კოლეჯი „მერმისი", რომელიც თანამშრომლობითი ვიზიტების მეთოდოლოგიის შესაბამისად, განისაზღვრა მასპინძელ დაწესებულებად.
მასპინძელი დაწესებულების გამოვლენის შემდგომ, დაიწყება განაცხადების მიღება თანამშრომლობით ვიზიტში ვიზიტორის სტატუსით ჩართვის მსურველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ცენტრის ვებ-გვერდზე.