FAQ

ბაღებში საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, შეფასებისა და რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

27 აგვისტო 2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში შემუშავდა - ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, შეფასებისა და რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მეთოდოლოგია.

 

აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა დისტანციური ფორმით დაგეგმილია 2024 წლის 03 სექტემბერს 11:00 საათზე.

 

დისტანციური ფორმით დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

 

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს:

 

https://us02web.zoom.us/j/81025682358…

Meeting ID: 810 2568 2358

Passcode: 1234

 

საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, შეფასებისა და რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მეთოდოლოგია-საჯარო განხილვა

 

დოკუმენტის დახვეწის მიზნით, ცენტრში შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა შეგიძლიათ 3 სექტემბერს 18:00 საათამდე, შემდეგი ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: ecec@eqe.ge 

 

 

ბაღებში საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, შეფასებისა და რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება