მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ცენტრის დირექტორის 2024 წლის 11 აპრილის N418069 ბრძანებით დამტკიცებული მევენახეობისა და მეღვინეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-7 სხდომა. საბჭომ იმსჯელა მევენახეობისა მეღვინეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით. საბჭომ დამსწრე წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა დოკუმენტის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.