მიმდინარე წლის 25 ივლისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ცენტრის დირექტორის 2024 წლის 11 აპრილის N418069 ბრძანებით დამტკიცებული მევენახეობა და მეღვინეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული მევენახეობა და მეღვინეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის სხდომა. საბჭომ იმსჯელა დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილ წინადადებებთან დაკავშირებით.