რეკომენდაციების მიღების პერიოდი 11.07.2024-დან-04.08.2024-ის 18:00 სთ-მდე.
გაცნობებთ, რომ გარემოს მცოდნეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავდა ეკოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი. მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის მიზნით 2024 წლის 6 აგვისტოს 12:00 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
სხდომაზე დასწრება შესაძლებელია zoom პლატფორმის შემდეგი ბმულის საშუალებით:
https://us02web.zoom.us/j/85805106059?pwd=aDN2NmptaTErSjJzelVLZmROWCtvdz09
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 4 აგვისტოს 18:00-საათამდე იქნება შესაძლებელი. შემდეგ ბმულზე:
https://forms.office.com/e/GpSxUY3VGC
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს ხატია ბერიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: k.beridze@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva |(N58)