2024 წლის 16 ივლისი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
შპს ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის "ბიზნესის და მენეჯმენტის" ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
Შპს თბილისის თავისუფალი აკადემიის "ბიზნესის ადმინისტრირების" ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "შუა საუკუნეების ისტორიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
შპს ალტეს უნივერსიტეტის ,,კომპიუტერული მეცნიერების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
შპს ალტეს უნივერსიტეტის ,,კომპიუტერული მეცნიერების“ ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით. "
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/89685467668?pwd=r1xhrjNZcy4KMUvSTdoYhI0FnIoRQ4.1
Meeting ID: 896 8546 7668
Passcode: 888200