გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის 2024 წლის 11 აპრილის N418069 ბრძანებით დამტკიცებული მევენახეობა და მეღვინეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული მევენახეობა და მეღვინეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2024 წლის 25 ივლისს, 16 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 2024 წლის 5 ივლისიდან - 22 ივლისის 18:00-საათამდე, იწარმოებს შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/ndNenDuNdm
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს, ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი 57).