FAQ

შეხვედრა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებით

17 აპრილი 2015


2015 წლის 27 აპრილს, 16 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანართ №4-ით განსაზღვრული ქვედარგი/სპეციალიზაცია „ებრაისტიკა-არამეისტიკა“, კოდით 110420, გაიმიჯნოს და წარმოდგენილ იქნეს ორ სპეციალიზაციად - „ებრაისტიკად“ და „არამეისტიკად“.

დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 24 აპრილისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.