FAQ

შეხვედრა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით

17 აპრილი 2015


2015 წლის 27 აპრილს, 12 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანართ №4-ით განსაზღვრული დარგის/სპეციალობის, „ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის”, კოდით 0906, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის სვეტში ცვლილებების განხორციელების შესახებ.

ინიციატივის თანახმად,
• სპეციალიზაციები: „დაზიანებული ტვინის რეაბილიტაცია“, კოდით 090603, და „დაზიანებული ზურგის ტვინის რეაბილიტაცია“, კოდით 090604, გაერთიანდეს ერთ სპეციალიზაციაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმულირებით - „ნეირორეაბილიტაცია“;
• სპეციალიზაციები: „ფიზიკური თერაპია“, კოდით 090608, „კინეზოთერაპია“, კოდით 090609 და „რაითერაპია“, კოდით 090611, ამოღებულ იქნეს ჩამონათვალიდან;
• სპეციალიზაცია „ველნეს თერაპია“ დაემატოს ჩამონათვალს.

დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 24 აპრილისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.