გთავაზობთ 2015 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ანკეტა-კითხვარს და ანოტაციას. 
 
 
ანკეტა-კითხვარი 
 
ანოტაცია 
 
 
ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესაბამისობის თაობაზე 
 
შევსებული ანკეტა-კითხვარი და ანოტაცია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ 2015 წლის 10 თებერვლამდე. 
 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 5 სექტემბრამდე შეცვალოს/დაამატოს საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები. 
 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ანკეტაში დაფიქსირებული ინფორმაციის შეცვლის, ასევე ახალი სამაგისტრო პროგრამის დამატების/წარდგენის შემთხვევაში ვალდებულია 5 სექტემბრამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს განახლებული ანკეტა და ანოტაცია. 
 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის წელს ვერ მიიღებს მაგისტრანტობის კანდიდატს, თუ დადგენილ ვადებში არ წარადგენს ანკეტას და ანოტაციას.