FAQ

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება

16 იანვარი 2012

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შეთანხმება ხდება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.„განათლების   ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 25 ნოემბერს  და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 20 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების  თანახმად, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანხმდება მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები) ენობრივი სისწორის შემოწმების კუთხით.


მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ენობრივი სისწორის შემოწმებისთვის დგინდება საფასური, რაც შეადგენს - 20 ლარს, ხოლო 1 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული  წარმოებისათვის - 40 ლარს.

მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება