2022 წელს, საქართველოს, ETF-ში გაკეთებული განაცხადის საფუძველზე მიეცა შესაძლებლობა ემასპინძლა ევროპის განათლების ფონდის ფორუმისათვის.
მსგავსი მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია ქვეყნის პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების განვითარების კუთხით და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
ფორუმში მონაწილოება მიიღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ETF-ის 20-მდე წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა. ასევე, საქართველოში პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების მიმართულებით ყველა დაინტერესებული მხარემ.
აღსანიშნავია, რომ ფორუმი ყოველ წელს ევროპის განათლების ფონდის (ETF) ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ETF-ის წევრია 28 ქვეყანა, მათ შორის, სერბეთი, ისრაელი, უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა, ყაზახეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა.