FAQ

საზღვაოსნო მეცნიერების უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა

20 იანვარი 2023

წინადადებების  მიღება იწარმოებს:   20.01.2023-დან - 06.02.2023-მდე.


გაცნობებთ, რომ  საზღვაოსნო მეცნიერების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ, შემუშავდა საზღვაო ნავიგაციის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში შესატანი ცვლილებების პროექტი. განახლებული საზღვაოსნო მეცნეირების დარგობრივი მახასიათებლის სპროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, 15 საათზე, ჩანიშნულია  საჯარო განხილვის   ონლაინ სხდომა.

დოკუმენტის გასაუმჯობესებლად, წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს  2023 წლის 20 იავრიდან- 6 თებერვლის18:00-ის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე:   https://forms.office.com/e/rYLz3ETxYY 

დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული, გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  n.goglichidze@eqe.ge    

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე:  ბმულზე:  https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva     (პუნქტი N34).